მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვერცხის წარმოებებში დარღვევები არ გამოვლენილა - სეს

6087b0844f2ea
ინგა მურუსიძე
27.04.21 10:38
654
სააღდგომოდ კვერცხზე გაზრდილი მოთხოვნისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზარზე კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

როგორც bm.ge-ს სეს-დან აცნობეს, ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ წარმოებებს, იმპორტიორებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

"კონტროლდება როგორც წარმოების პროცესი, ასევე კვერცხის ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ეტიკეტირების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.

მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სხვადასხვა პროფილის 1 214 ბიზნესოპერატორთან. კვერცხის ადგილობრივ საწარმოებში ჩატარებული ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა, რაც ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის გაზრდისა და სააგენტოს გააქტიურებული კონტროლის შედეგია", - ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.