მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვიპროსმა 26 უცხოელს ინვესტიციების სანაცვლოდ მიღებული მოქალაქეობა ჩამოართვა

5dc3f2d3a0d53
მიხეილ ხაჩიძე
07.11.19 19:30
1325

კვიპროსის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩამოართვას მოქალაქეობა 26 უცხოელს, რომლებმაც ე.წ. "ოქროს პასპორტი" ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადების გამო მიიღეს. ამის შესახებ განცხადება კვიპროსის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.  კონსტანტინოს პეტრიდისმა მედიასთან არ გაამხილა, თუ ვის ჩამოერთვეს კონკრეტულად  მოქალაქეობა. როგორც მან აღნიშნა, ამ ადამიანებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.



კვიპროსელმა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავენ საკითხს, მისცენ თუ არა მოქალაქეობა იმ პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დანაშაულის ჩადენაში, ან საერთაშორისო და ევროპული სანქციების დარღვევაში. აღსანიშნავია, კვიპროსის მთავრობამ მოქალაქოების გამკაცრებისა და 2018 წლამდე გაცემული "ოქროს პასპორტების" საკითხის გადახედვის შესახებ ოქტომბრის ბოლოს გამოაცხადა.



ცნობისათვის: მოქალაქეობის მიღების თვალსაზრისით, კვიპროსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა რუსებისთვის. ევროსტატის მონაცემებით, 2017 წელს 5517-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მოქალაქეობა, რომელთაგან 23.8% (1313 ადამიანი) რუსები იყვნენ. მათ შორისაა რუსული Forbes- ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის წევრი ოლეგ დერიპასკა, რომელზეც აშშ-მ მკაცრი სანქციები დააწესა.