13.ოქტომბერი .2020 21:27

კვიპროსმა ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამა შეაჩერა

views 427
უკან

კვიპროსის ხელისუფლება აცხადებს, რომ ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას აჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პროგრამით ბოროტად სარგებლობის შესახებ გავრცელებული ცნობები გახდა, რომელიც ბოლო დროს აქტიურად შუქდებოდა ტელეკომპანია "ალჯაზირას" ეთერით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კვიპროსში მოქმედი პროგრამა, ორი მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის სანაცვლოდ ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებდა, რაც ინვესტორს ასევე ევროკავშირში უვიზო გადაადგილების უფლების მოპოვების საშუალებას აძლევდა. აღსანიშნავია, რომ კვიპროსი ევროკავშირის 2004 წელს შეუერთდა.

როგორც კვიპროსის მთავრობის პრესსპიკერმა, კირიაკოს კოუშოსმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა, პროგრამა პირველი ნოემბრიდან შეჩერდება.

Reuters-ი წერს, რომ კვიპროსის მოქალაქეობის მიღების სქემა, რომელსაც აკრიტიკებდნენ, როგორც არაგამჭვირვალესა და ფულის გათეთრების რისკის შემცველს, პოპულარულია რუსებს, უკრაინელებს, ბოლო პერიოდში კი ჩინელებსა და კამბოჯელებს შორის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა