მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის ბოლომდე საწვავი კიდევ 5 თეთრით გაიაფდება - "ვისოლი"

61ccbf136dce1
თათია ჩაფიჩაძე
30.12.21 00:00
1029
კომპანია „ვისოლში“ აცხადებენ, რომ დაპირებისამებრ მათ ქსელში გასულ კვირას საწვავზე ფასი 5 თეთრით შემცირდა, კვირის ბოლომდე კი კლება კიდევ 5 თეთრი იქნება.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა bm.ge-თან აცხადებს, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლების ტენდენცია გრძელვადიანად არ შენარჩუნდა, რაც შემდგომ პერიოდში საწვავის გაიაფების დინამიკის შენარჩუნებას ფაქტობრივად გამორიცხავს.

“ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა ნავთობის ფასის კლება, რომელმაც განგრძობადი ხასიათი მიიღო დეკემბრის დასაწყისში, ამან მოგვცა საშუალება დაგვეანონსებინა თვის ბოლოს კლება. ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება და გასულ კვირას 5 თეთრით მოხდა ფასის შემცირება, ასევე ხვალ-ზეგ ვაპირებთ კიდევ 5 თეთრით შემცირებას. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, სამწუხაროდ, კლების ტრენდი, რომელიც დაფიქსირდა დეკემბრის დასაწყისში არ იყო სტაბილური. დღეს ვხედავთ ნავთობის ფასს რომელიც დაუბრუნდა პიკურ პერიოდში არსებულ ნიშნულებს, რაც იყო ნოემბრამდე. შესაბამისად ეს არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ტრენდი რომელიც ფასდაკლების კუთხით გვქონდა დაანონსებული, შემდგომ ეტაპზეც გაგრძელდეს. ჩვენ დავაკვირდებით არსებულ დინამიკას როგორც გაცვლითი კურსის, ისე ნავთობის საერთაშორისო ფასის მიხედვით და ადეკვატურად ვიმოქმედებთ ბაზარზე ფასების ცვლილების მიხედვით.“ - აცხადებს ხორავა.

2021 წლის 28 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 78.94 (+ 0.34) დოლარი შეადგინა.  ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა კი 75.98 (+ 0.41) დოლარი/ბარელზე.