18.მარტი .2020 11:37

კვირის ბოლოსთვის მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დაიწყება - ჯანდაცვის მინისტრი

views 2039
უკან

კვირის ბოლოს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციებს და კვირის ბოლოსთვის სწრაფ ტესტებს მიიღებენ.

„ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში ვართ, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ასევე NCDC-თან და გავდივართ ამ რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს და მივიღეთ რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება.  შესაბამისად უკვე დაწყებულია მოლაპაკებები იმ ქვეყნებთან, რომელსაც აქვთ გამოცდილება. დღეს ეს ქვეყანა არის ჩინეთი, რომ ჩვენ მივიღოთ დამატებითი ტესტები, რომლითაც მოხდება ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება.

როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, ვინაიდან მხოლოდ ტრასნპორტირების თემატიკა არის დასარეგულირებელი, კვირის ბოლოს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად მაინც ხდება იმ ჯაჭვის გახლეჩვა, რომელიც შეზღუდავს და აღმოფხვრის იმ გადაცემას, რაც იქნება ყველაზე ეფექტური პრევენციული ღონისძიება. აქედან გამომდინარე, ვთხოვ მოსახლეობას გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა