მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის covid-სტატისტიკა: ინფიცირების 1 058 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი

62bab510b7e4f
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.22 12:01
963
გასული კვირის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 058 დადასტურებული ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ყველაზე მეტი შემთხვევა - 770 თბილისში გამოვლინდა, 73 - იმერეთში, 62 - აჭარაში, 52 -სამეგრელო-ზემო სვანეთში, 25 - კახეთში, 24 - გურიაში, 22 ქვემო ქართლში, 14 - მცხეთა-მთიანეთში, 9 - შიდა ქართლში, 6 - სამცხე ჯავახეთში და 1 ინფიცირების შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 086 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

20-დან 26 ივნისის პერიოდში ვირუსისგან 646 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამ პერიოდში სულ 63 404 ტესტი ( 57 457 ანტიგენ ტესტი, 5 847 პჯრ ტესტი ) ჩატარდა. უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-1.67%“, - აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ სტატისტიკაში.