მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის ფრენების განრიგი ყოველდღიურად განახლდება - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

5e6f7b8bd94cd
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.20 17:16
1207
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიმდინარე კვირის ფრენის განრიგებს ყოველდღიურად თავის ვებ-გვერდზე განაახლებს.

აღნიშნულ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო მგზავრებს მოუწოდებს ფრენასთან დაკავშირებული ინფორმაცია ხშირად გადაამოწმონ.

„მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, ავიაკომპანიები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ რეგულარული რეისების ფრენის განრიგების ცვლილებას, მათ შორის არსებული სიხშირეების შემცირებას და/ან გაუქმებას. ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საჰაერო მიმოსვლის შემზღუდავ ზომებს იღებენ სახელმწიფოები და საავიაციო ხელისუფლებები.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს მიმდინარე კვირის ფრენის განრიგების ყოველდღიურ განახლებას ჩვენს ვებ-გვერდზე.

ვინაიდან ვითარება კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე მსოფლიოში ყოველდღიურად იცვლება, მგზავრებს მოვუწოდებთ, ხშირად გადაამოწმონ ფრენასთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ გადამყვან ავიაკომპანიასთან და შესაბამისი აეროპორტის ვებ-გვერდზე“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.