მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP - 10 ეკონომიკური მოვლენა

5f5e125ac3460
ირაკლი მაკალათია
13.09.20 16:29
1399
გთავაზობთ, მიმდინარე კვირის (7-12 სექტემბერი-2020) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას: 

1. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
2. 2020 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა
3. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზე დაწინაურდა
4. "თელასი''-ს 24.5%-იანი წილი გაიყიდა
5. 2020 წლის I ნახევრის მონაცემებით ქართული ბანკები ზარალზე არიან
6. საინვესტიციო სკაუტების ვიზიტი საქართველოში
7. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმსა და ხაშურში
8. IMF-ის მისია საქართველოში და ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი
9. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო სოციალური ღონისძიებები აიკრძალა
10. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა




1. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა რომ 2021 წლისთვის დიდი ალბათობით 5%-იანი ზრდა იქნება დაგეგმილი, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტზე მთავრობა მომდევნო კვირაში იმსჯელებს. საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, -4.6%-დან -4.4%-მდე შეამცირა. პროგნოზებით კი 2021 წლისთვის ევროზონის ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს 3.2%-ით. განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2021 წელს 6.6% იქნება, ხოლო 2022-ში 4.7%
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2GWpBsV ; https://bit.ly/3c0QO9m  

2. 2020 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის II კვარტალში 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 0.5%-ით მეტია. ინვესტციციების აღნიშნული მაჩვენებელი 10 წლიან მინიმუმზეა რეინვესტიციის წილი მთლიან ინვესტიციაში 60,8%-ს შეადგენს. 2020 წლის II კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: გაერთიანებული სამეფო (24.8%); ნიდერლანდები (22.4%); თურქეთი (13.3%); აშშ (8.4%) და სლოვაკეთი (6.8%). ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა (78.1 მლნ. აშშ დოლარი), მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი (29.6 მლნ. აშშ დოლარი); ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორი (27.7 მლნ. აშშ დოლარი). ინვესტიციების კუთხით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ერთ-ერთი მძლავრი დარტყმა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორმა მიიღო, სადაც 88%-ით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3hqQkub ; https://bit.ly/3bQHdlo ;
TOP-20 უცხოელი ინვესტორი - https://bit.ly/3bVxASd  



3. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზე დაწინაურდა

Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველომ 8.18 ქულით 162 ქვეყანას შორის მე-8 პოზიცია დაიკავა და 2019 წელთან შედარებით პოზიცია 1 საფეხურით გაიუმჯობესა. საქართველო ამ მაჩვენებლით ეკონომიკური თავისუფლებით უმაღლეს საფეხურის ქვეყნებს შორისაა. რაც შეეხება ინდექსის სუბინდექსებს, ქულები ასე გადანაწილდა: მთავრობის ზომა - 7.86 ქულა; სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები - 6.47 ქულა; მყარი ვალუტა - 9.30 ქულა; საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება - 9.02 ქულა; რეგულაციები - 8.27 ქულა
ვრცლად საქართველოს ეკონომოკური თავისუფლების ინდექსის შესახებ: https://bit.ly/3ivF6py  


4. "თელასი''-ს 24.5%-იანი წილი გაიყიდა

"თელასის" 24.5%-იანი წილი საჯარო აუქციონზე 32.4 მილიონ ლარად კომპანია "ბესტ ენერჯი გრუპმა" იყიდა. აღსანიშნავია, რომ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ამ კომპანიამ მიიღო. კომპანია "ბესტ ენერჯი გრუპის" 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა, ხოლო კომპანია 2018 წლის 2 აგვისტოს არის დაფუძნებული. როგორც BM.GE-ს მიერ მოძიებული ინფორმაციიდან ირკვევა, ,,ხვიჩა მაქაცარია საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანია CBS ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც ისეთ კომპანიებს აერთიანებს, როგორიცაა “თბილისის მიკროავტობუსი”, “თბილისი ენერჯი”, “კავკასუს ონლაინის” აქციათა 51%-იანი პაკეტი, “ეროვნული ლატარიის კომპანია” და სხვა აქტივები. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნის ქვეყნის მესამე უმსხვილესი მობილური ოპერატორის - "ვიონის" წილები.’’ სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) კი ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V ფლობს, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”.

ვრცლად აღნიშნულ თემაე სტატიები: https://bit.ly/2RlqMUF ; https://bit.ly/2RkmVae ; https://bit.ly/3mkcrpF  

5. 2020 წლის I ნახევრის მონაცემებით ქართული ბანკები ზარალზე არიან

ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშების მიხედვით, კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 486 მილიონი ლარის ზარალი მიიღეს. ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგების დარეზერვება გახდა. 2020 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა ზარალი “საქართველოს ბანკს” (157.2 მილიონი ლარი) და თიბისი ბანკს (156.4 მილიონი ლარი) აქვთ.

ვრცლად წმინდა მოგება/ზარალის მიხედვით ქართული ბანკების რეიტინგი იხილეთ: https://bit.ly/2Ftxq8P  


6. საინვესტიციო სკაუტების ვიზიტი საქართველოში

სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში"-ს დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით ქართულმა მხარემ წარმატებით შეძლო გერმანიიდან, აშშ-დან და ესტონეთიდან უმაღლესი რანგის საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ჩამოყვანა. სააგენტოს ოფიციალური განცხადებით: ,,საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტის ფარგლებში, ევროპელმა და ამერიკელმა სტუმრებმა Majorel Georgia-ს თბილისის ფილიალი მოინახულეს. აღნიშნული საერთაშორისო კომპანია საქართველოში 2016 წელს შემოვიდა. დღესდღეობით კი Majorel-ს თბილისში ქუთაისსა და ბათუმში 1,500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.’’ სკაუტები უმსხვილეს საერთაშორისო ბრენდებს ურჩევენ, სად შეიძლება ჩადონ თანხა და ძირითადად ინტერესდებიან სერვისების დისტანციურად მიწოდებით. სკაუტებს ყველაზე მეტად კი მუშახელის კვალიფიკაცია აინტერესებთ.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2DZHgPk ; https://bit.ly/2Zxofey  

7. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმსა და ხაშურში

2019 წლის ოქტომბერში საქართველოსა და გერმანიის მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით 60 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლითაც ბათუმში “კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის” განვითარება იგეგმებოდა, თუმცა საქართველოში COVID-19-ის გამო დაწყებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, სესხს დანიშნულება შეეცვალა და ინფრასტრუქტურის განვითარების ნაცვლად, COVID-19-ის კრიზისზე დაიხარჯება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავამ განცხადებით პროექტი კვლავ პრიორიტეტად რჩება და ის მომავალში აუცილებლად განხორციელდება.

საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 66.65 მილიონი ევრო ხაშურის წყალმომარაგების სისტემის განვითარებაზე დაიხარჯება, რაც 52 000-მდე მაცხოვრებელს გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2RnXB3b ; https://bit.ly/35sOF4Z  

8. IMF-ის მისია საქართველოში და ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი

2020 წლის 10 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. თუმცა, 10 სექტემბეს 1 აშშ დოლარი 3.0975 ლარი ღირდა, ხოლო 12 სექტემბერს 3.1140 ლარამდე გაუფასურდა. ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც, 10 სექტემბერს 1 ევრო 3.6420 ლარი ღირდა12 სექტემბერს კი 3.6929 ლარი


აღნიშნული ინტერვენცია მიმდინარე წელს რიგით მე-12 იყო (10 სექტემბერი; 13 მარტი; 19 მარტი; 25 მარტი; 27 აპრილი; 21 მაისი; 10 ივნისი; 17 ივნისი; 2 ივლისი; 22 ივლისი; 13 აგვისტო; 27 აგვისტო). ჯამში ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს 369 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში მისია დაიწყო, ქართულ მხარესთან ერთად მიმოიხილეს მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, მომავალი წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3ke82mk ; https://bit.ly/3mjkMde  

9. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო სოციალური ღონისძიებები აიკრძალა
10 სექტემბრიდან სოციალური ღონისძიებები, მათ შორის, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები აიკრძალა. სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრა. გადაცემა „საქმიან დილაში“, შეფ-მზარეულმა, გურამ ბაღდოშვილმა ისაუბრა, რომ „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში ბევრი სუსტი ობიექტი დაიხურა და ახლა ნელ-ნელა ძლიერი მოთამაშეებიც მიყვებიან“, სექტორის გადარჩენისათვის კი სახელმწიფოსგან გადასახადებს გარკვეული ვადით გააუქმებას ითხოვს.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2Rmmso5 ; https://bit.ly/2Rj7LCg  


10. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით რეგიონში მოწინავეა, ხოლო ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ,,საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებაზე, ასევე ბიზნეს დავების მოგვარების არაეფექტურ და არადროულ სისტემაზე.’’ დოკუმენტში ასევე განხილულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი. კერძოდ ყურადღება გამახვილებულია, რომ პროექტი მრავალჯერ გადაიდო, ხოლო 2020 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა, მიზეზი კი კონსორციუმის მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებული კაპიტალის მობილიზების განუხორციელებლობა დაასახელა. თუმცა საქართველოს მთავრობა პროექტის განვითარებას კვლავ გეგმავს და ახალ ტენდერს აცხადებს.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/33juO5y ; https://bit.ly/3kcweFJ