მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (11-16.05.2020)

5ec12f7122ba0
ირაკლი მაკალათია
17.05.20 16:40
1853
გთავაზობთ, მიმდინარე კვირის (11-16.05.2020) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. Covid-19-ის გავლენა ეკონომიკაზე და ეკონომიკური პროგნოზები
2. როდის მოხდება 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენა
3. სოფლის მეურნეობის დარგის დახმარების სახელმწიფოს პროგრამა
4. ტურიზმის დარგის მომავალი
5. ანაკლიის პორტის პროექტის მომავალი
6. აპრილში საგარეო ვაჭრობის ძირითადი მაჩვენებლები მცირდება
7. აპრილის ფულადი გზავნილების სტატისტიკა
8. პენსიის ინდექსაციის კანონპროექტი
9. დონორების დაფინანსებით 485 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები განხორციელდა
10. TOP-10 ყველაზე მსხვილი ქონება, რომელიც ქონების სააგენტომ 2020 წლის I კვარტალში გაყიდა.

1. Covid-19-ის გავლენა ეკონომიკაზე და ეკონომიკური პროგნოზები

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიო ეკონომიკამ პანდემიის შედეგად შესაძლოა, 5.8-დან 8.8 ტრილიონ აშშ დოლარამდე იზარალოს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.4%-დან 9.7%-მდეა. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგნოზებს: საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი Renaissance Capital-ის განახლებული პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა -2.9%-ს შეადგენს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით აღნიშნული მაჩვენებელი 3,99%-ია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 5.5%-იან ეკონომიკურ რეცესიას პროგნოზირებს, ამასთან 2021 წლისათვის 5,5%-იან ეკონომიკურ ზრას ელოდებიან. (საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები: https://bit.ly/2TcSmoq  ; https://bit.ly/3bGyr7L ; https://bit.ly/2z4k5Ro )
„თიბისი კაპიტალის“ განახლებული კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.5-5.5%-იან კლებას პროგნოზირებს, სამაგიეროდ 2021 წელს 4-5%-ის ფარგლებში ზრდა არის მოსალოდნელი. ეკონომიკის დარგების მიხედვით, განხილვისას გამოყოფენ კომუნიკაციების სექტორს, რომელიც ყველაზე ნაკლებად დაზარალდება მიმდინარე პერიოდში, ხოლო ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდება. (დეტალურად კვლევის შესახებ https://bit.ly/36aYxhZ ; https://bit.ly/2TfbfHj )
რაც შეეხება მოზიდულ თანხებს: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს" საბრუნავი კაპიტალის და ოპერაციული ხარჯების მოთხოვნების დასაფინანსებლად, 25 მილიონი დოლარის სასესხო დაფინანსება გამოუყო. ევროპარლამენტმა ევროკავშირის პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის 3 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 10 ქვეყანაზე გადანაწილდება, აქედან საქართველო 150 მლნ ევროს მიიღებს ( https://bit.ly/3fWinCk  ; https://bit.ly/3cKXtUM)

2. როდის მოხდება 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მაისის ბოლოს წარადგენს, სადაც კორონავირუსის პირობებში განახლებული საბიუჯეტო ცვლილებები იქნება ასახული, ვინაიდან 20 მაისამდე გაანალიზებენ დასაქმებულთა რაოდენობასა და მათზე გასაწევი შეღავათების საერთო მოცულობას. მინისტრის მოადგილე აპრილსა და მაისში ყველაზე მაღალეკონომიკურ ვარდნას ვარაუდობს, რომელიც -5% -6% პროცენტის ფარგლებში იქნება, ოქტომბრისთვის ამ მაჩვენებლის -2%-მდე დაწევაა მოსალოდნელი, ხოლო საშუალო წლიური მაჩვენებლის -4,0%-ის ფარგლებში. ასევე, აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო. ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/2LEZXYx  ; https://bit.ly/2X0THzH

3. სოფლის მეურნეობის დარგის დახმარების სახელმწიფოს პროგრამა

მთავრობამ ფერმერების დასახმარებლად სუბსიდირების პროგრამა შეიმუშავა, რომლის თანახმად, ფერმერი, რომელსაც მიწა აქვს დარეგისტრირებული, სუბსიდირების სახით 1ჰა მიწაზე 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ამასთან, ყველა ფერმერი 1 ჰა-ზე საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფად მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს. მთავრობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული პროგრამის ბიუჯეტი 42 მილიონი ლარია, რომელიც ითვალისწინებს: მცირემიწიანი ფერმერების დახმარებას, იაფი დიზელის პროგრამას, სამელიორაციო მომსახურების ღირებულების განულებას, 50%-იანი გრანტებს აგროწარმოებისა და სარწყავი სისტემებისათვის, საბანკო შეღავათებს აგროწარმოებისათვის, გრანტებს კოოპერატივებისათვის. ვრცლად პროგრამისა და დახმარებების შესახებ გაეცანით სტატიაში: https://bit.ly/2zIs4n5  
სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მიწის რეგისტრაციისგან თავი არ შეიკავონ, რადგან აღნიშნული სოციალურ დახმარებებზე არ იმოქმედებს.
ვრცლად აღნიშნული თემის შესახებ: https://bit.ly/3bB9xGJ  ; https://bit.ly/3bFfLFB

4. ტურიზმის დარგის მომავალი

ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, სავარაუდოდ, 910 მლრდ აშშ დოლარი - 1.2 ტრილიონ აშშ დოლარით შემცირდება და საფრთხე შეექმნება 100–120 მილიონ სამუშაო ადგილს, აქედან გამომდინარე, UNWTO მზად არის, დაეხმაროს ქვეყნებს ტექნიკურად ბაზრების იდენტიფიცირებაში, რაც დაეხმარება სწრაფი აღდგენის პროცესს ( https://bit.ly/3676PYd ).
ტურიზმის სფერო ახალი გამოწვევების წინაშე დგას როგორც მსოფლიოში, ასევე - საქართველოში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ,,საქართველოს ყველა წინაპირობა გააჩნია, რომ იყოს პირველი ქვეყანა, ვინც ყველა უსაფრთხო კოროდორის მონაწილე იქნება.’’ მთავრობა მუშაობს, რომ ტურისტებს შესთავაზოს დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი და ღია ცის ქვეშ არსებული საინტერესო ლოკაცია, რათა უსაფრთხოდ ჩამოვიდეს უცხოელი ტურისტები. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები, საზღვრები პირველ რიგში ისრაელთან გაიხსნება, ასევე, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და მეზობელ ქვეყნებთან. ამჟამად 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღადგინოს ფრენები, მათ შორის არიან: „ვიზეარი", „რაინეარი", „თურქეთის ავიახაზები", „ისრაელის ავიახაზები", „ყატარი". „თიბისი კაპიტალის“ კვლევის ანგარიშში მოცემულია, პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ტურისტული სექტორი 2019 წლის მაჩვენებელს წელიწადნახევარში დაუბრუნდება. ( https://bit.ly/2ABme7A  )
ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/36aNllI ; https://bit.ly/2X3rVm7

5. ანაკლიის პორტის პროექტის მომავალი

,,ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებით ტენდერის მომზადებაზე მუშაობა შეჩერებულია და ის განახლდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა აღდგება.’’ კითხვაზე, მოხდება თუ არა სახელმწიფოს მიერ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ახალი წინადადების განხილვა, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პასუხობს, რომ ვადები შვიდჯერ გადაუწიეს და არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ მერვედ ენდონ კონსორციუმს. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით პროექტის შემოტრიალება შესაძლებელია, 75 მილიონი აშშ დოლარი უკვე ინვესტირებული არის, ბანკების წერილები კი 400 მილიონ აშშ დოლარზე ძალაშია. პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის პოზიცია იმაზე მეტყველებს, რომ ანაკლიის პორტი მთავრობისთვის პრიორიტეტი არ არის, ხოლო ანაკლიის პროექტის განხორციელებას ასახელებს როგორც ინვესტორების მოზიდვის ახალ ცენტრს და 20 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პერსპექტივას.
მიმდინარე პროცესის პარალელურად საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ფოთის პორტის ტერმინალის რეკონსტრუქციისთვის ამერიკული ფონდი 93 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, საიდანაც 30 მლნ აშშ დოლარი უკვე გადმორიცხულია. ფოთის პორტის ტერიტორიაზე პროექტს მოქმედი ქართული კომპანია Pace Group-ი ახორციელებს.
ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/2X2s4GG  ; https://bit.ly/2Z9mJQi  ; https://bit.ly/3fSZ4d7 ; https://bit.ly/2Awax1L  ; https://bit.ly/3dTPViC

6. აპრილში საგარეო ვაჭრობის ძირითადი მაჩვენებლები მცირდება

2020 წლის იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8%-ით ნაკლებია. ექსპორტი შემცირდა 11,9%-ით, ხოლო იმპორტი 11,8%-ით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2% შეადგინა. რაც შეეხება აპრილის თვის მონაცემებს, 2020 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტი შემცირდა 27,9%-ით, ხოლო იმპორტი 38,5%-ით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,2020 წლის აპრილის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 3,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 46,1%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე, ხოლო 7,3%-ით ნაკლები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. იმპორტის 85,7% აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან განხორციელდა.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2zHem3S  ; https://bit.ly/3fTQ4nT  ; https://bit.ly/3cFfuUi

7. აპრილის ფულადი გზავნილების სტატისტიკა

2020 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფულადი გზავნილები 42%-ით შემცირდა და 79.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტად რუსეთიდან მიღებული გზავნილები შემცირდა (-62%), რომელიც ამავდროულად ლიდერი ქვეყანაა ფულად გზავნილებში. 2020 წლის განმავლობაში, COVID-19-ის ეკონომიკური გავლენის გამო ფულადი გზავნილების ზრდა გვქონდა იანვარ-თებერვალში, ხოლო იანვარ-აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გზავნილები შემცირდა 9,4%-ით.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2T9C5Ri ; https://bit.ly/3cIpigg

8. პენსიის ინდექსაციის კანონპროექტი

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი პენსიების ინდექსაციაზე მუშაობას იწყებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად პენსია 20 ლარით გაიზრდება, ხოლო ზრდის პარალელურად მოხდება მისი ინდექსაცია, ანუ პენსიის მატება დამოკიდებული იქნება ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. ამასთან, 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ მყოფი პენსიონერების პენსიების დიფერენცირება მოხდება და ზედა ასაკობრივი ჯგუფისთვის მინიმუმ 25 ლარით გაიზრდება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის წლირუ ხარჯი დამატებით 230 მილიონი ლარით გაიზრდება.
ვრცლად პენსიის მოცულობის, ინდექსაციისა და ბიუჯეტის შესახებ იხილეთ სტატიები: https://bit.ly/2X5WLL5 ; https://bit.ly/2LzZ0kl

9. დონორების დაფინანსებით 485 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები განხორციელდა

,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადდა 108 ელექტრონული ტენდერი, რომლებიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორების სახსრებით (DEP ტენდერები). აღნიშნული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულებამ 485 მილიონი ლარი შეადგინა.’’
ვრცლად ტენდერებისა და ხელშეკრულებების შესახებ იხილეთ სტატია: https://bit.ly/3cCL70R

10. TOP-10 ყველაზე მსხვილი ქონება, რომელიც ქონების სააგენტომ 2020 წლის I კვარტალში გაყიდა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით I კვარტალში პრივატიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 43,6 მლნ ლარი შევიდა, შედეგად პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით 134,25%-ით შეასრულა. Bm.ge-მ გამოითხოვა ინფორმაცია, სადაც წარმოდგენილია I კვარტალში პრივატიზებული 10 უმსხვილესი ობიექტი. უმსხვილესი პრივატიზება ეკუთვნის "სოკარ ჯორჯია გაზს" რომლემაც 6.1 მლნ ლარად იყიდა დედოფლისწყაროს, ჩოხატაურის, ხაშურის, ზუგდიდის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მდებარე 34 ერთეული ხაზოვანი ნაგებობა, TOP-სამეულში მოხვდა ე.წ ანანოვების სასახლე ვარციხეში.
ვრცლად პრივატიზებული ობიექტების შესახებ იხილეთ სტატია: https://bit.ly/2X3fLK3  .