05.აპრილი .2020 17:23

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (30.03.20 -04.04.20)

views 2240
უკან

გთავაზობთ, მიმდინარე კვირის (30.03.2020-04.04.2020) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას.

1. თებერვლის ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები;
2. მთავრობის 2 მილიარდიანი ეკონომიკური სტიმულირების გეგმა;
3. ეკონომიკის სექტორების ჩამონათვალი, რომელთაც საქმიანობა არ ეზღუდებათ - ვინ და რა პირობით შეძლებს მუშაობის განახლებას;
4. როგორ დაეხმარება მთავრობა შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას
5. როგორ გეგმავს მთავრობა პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის დახმარებას;
6. StopCov ფონდი;
7. მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს;
8. ინფლაციის დონე საქართველოში;
9. რა გავლენა ექნება რუსეთის მიერ ხორბლის ექპორტის შეზღუდვას საქართველოზე;
10. 23 ოპოზიციური პარტია დონორებთან საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებებს მხარს უჭერს.

1. თებერვლის ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 2.2% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7% იყო. 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები. კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.
"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო"-მ (EUGBC) მოამზადა დოკუმენტი რომელიც მოიცავს დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს https://bit.ly/349aNib  .
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ დევიდ მალპასის განაცხადებით, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კლებისკენ მიდის და წლის პირველ ნახევარში გლობალური ეკონომიკური ზრდა 2.5%-მდე შემცირდება. აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2020 წლისთვის საქართველოში 0%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო 2021 წლისთვის ვითარების გაუმჯობესებას და 4.5%-იან ზრდას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ინვესტიციების გადინება ამ დროისთვის $90 მილიარდ დოლარს აღემატება, მსოფლიოს 90-ზე მეტმა ქვეყანამ კი IMF-ს ფინანსური დახმარება სთხოვა, აღნიშნული დახმარებისთვის მათი ბიუჯეტი 1 ტრილიონ აშშ დოლარით არის განსაზღვრული https://bit.ly/2X6vIkt  . https://bit.ly/2JEDhab  .

2. მთავრობის 2 მილიარდიანი ეკონომიკური სტიმულირების გეგმა

პოსტკრიზისული გეგმის მიხედვით, ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მლრდ ლარი გამოიყოფა. აღნიშნული თანხები მიმართული იქნება: ტურიზმის დარგის მხარდასაჭერად, ასევე მოხდება საბანკო სესხის სუბსიდირება 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის და გადავადდება საშემოსავლო და ქონების გადასახადი, ასევე სახელმწიფო 600 მილიონ ლარამდე დღგ-ს დააბრუნებს.

Covid 19-თან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან 351 მილიონი ლარი გამოიყოფა, თანხა არის ცალკე გამოყოფილი და არ შედის იმ 2 მილიარდ ლარიან დაფინანსებაში.

ვცლად ამ თემებზე სტატიები: https://bit.ly/2x24FvO  ; https://bit.ly/2JCSGaH  ; https://bit.ly/2Xa1wVx  ; https://bit.ly/2JFWyb3  

3. ეკონომიკის სექტორების ჩამონათვალი, რომელთაც საქმიანობა არ ეზღუდებათ - ვინ და რა პირობით შეძლებს მუშაობის განახლებას

მთავრობის 211-ე დადგენილებით, გამოქვეყნდა სექტორებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ეზღუდებათ საქმიანობა ( https://bit.ly/34iGi9C) ეკონომიკური საქმიანობის უწყვეტად გაგრძელება შეუძლიათ იმ კომპანიებსაც, რომლებიც სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ.

მეწარმე სუბიექტებმა, სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მასალებისა და საბითუმო ვაჭრობის მწარმოებელმა კომპანიებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შესაბამისი პირობებით ფუნქციონირების უფლების მისანიჭებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდებიდან უნდა ჩამოტვირთონ სარეგისტრაციო ფორმა, შეავსონ და გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ხოლო თბილისში მოქმედმა ბიზნეს სუბიექტებმა უნდა მიმართონ თბილისის მერიას (ვრცლად მიმართვის დეტალების შესახებ ( https://bit.ly/2UI4TBf  ) საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა 34 მსხვილი ინფრასტრუქტურის განმახორციელებელი კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად გააგრძელებენ საქმიანობას. https://bit.ly/2xSl4Dq  ასევე ის ბიზნეს სუბიექტები, რომელთაც სურთ კომერციული საქმიანობის გაგრძელება და არ მოხვდნენ გამონაკლისი სექტორების ჩამონათვალში, მთავრობამ მათთვისაც შექმნა სარეგისტრაციო ფორმა, სადაც უნდა მიუთითონ თუ რა სფეროში მოღვაწეობენ, ასევე, რამდენი ადამიანისგან შედგება კომპანია და რა რაოდენობის პერსონალი აგრძელებს მუშაობას ოფისიდან. ასევე, კომპანიებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ( https://bit.ly/2V6WlDj  );

ასევე, COVID-19-ის ეპიდემიის გამო, სავალუტო ჯიხურების საქმიანობა დროებით შეიზღუდა. ამ პუნქტების ნაცვლად, მოქალაქეები ვალუტის კონვერტაციას მიკრსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებში ახდენენ.
რაც შეეხება ონლაინ გაყიდვების კომპანიებს, თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს შესრულების შემდეგ, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებენ.

30 მარტის დადგენილებით მე-7 მუხლის ,,ო''-პუნქტით მიტანის სერვისი აიკრძალა გარდა ,,საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურების''. 1 აპრილის დადგენილებით ჩასწორდა და გარდა საკვები პროდუქტებისა, დაშვებულ იქნა სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების ონლაინ შეძენა. 30 მარტის დადგენილება https://bit.ly/2UBYs2U ; 1 აპრილის დადგენილება https://bit.ly/39CfrGg , იხილეთ ,,ო’’ პუნქტი.

4. როგორ დაეხმარება მთავრობა შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას

COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა გაჩერდა ეკონომიკა და შემოსავლები შემცირდა, მთავრობა უმუშევრობის დახმარების პროგრამაზე მუშაობს. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აპრილ-მაისის თვეში როცა ოფიციალური სტატისტიკით დადგინდება ხელფასის მიმღები დასაქმებულების შემცირების სტატისტიკა, შედგება პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა ზუსტი რაოდენობა. რაც შეეხება თვითდასაქებულ პირებს, ვინც დაკარგეს შემოსავალი მათ დახმარების ნაწილში ამ ეტაპზე გათვალისწინებულია კომუნალური გადასახადების სუბსიდირება და სესხების 3 თვით გადავადება. პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შეღავათებს გააკეთებენ მას შემდეგ რაც ზუსტად დაადგენენ ბიუჯეტს, ფინანსურ წყაროებს, დაზარალებული ადამიანების სიებს, საშემოსავლო გადასახადების შემცირებების ნაწილს და ვინ დაკარგა შემოსავალი.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2X8tv80  https://bit.ly/34b3eY5  

5. როგორ გეგმავს მთავრობა პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის დახმარებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავამ განაცხადებით, პირველ რიგში, უნდა განვითარდეს იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი. ამ მიზნით "აწარმოე საქართველოში" სრულიად ახალ ეტაპზე გადავა, რომლის ფარგლებშიც უკვე დაიწყო პირბადეების წარმოება, ხოლო კონკრეტულ ფორმას უახლოეს დღეებში შესთავაზებენ ქართულ ბიზნესს. მისი განცხადებით, ყველა ბერკეტს ამოქმედებენ, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს პოსტკრიზისულ ეტაპზე საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავებაზე მუშაობა დაავალა. მისივე თქმით, მთავრობამ დღესვე უნდა დაიწყოს პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა.
G&T მმართველი პარტნიორის ოთარ შარიქაძის განცხადებით, "კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს ფინანსური სექტორი კარგად მომზადებული შეხვდა” და პრობლემის გაჩენისთანავე რეაგირება არ დააგვიანა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) ონლაინ-პლატფორმის დისტანციური შეხვედრა მოაწყო. შეხვედრაში ჩართულნი იყვნენ მთავრობის წევრები და 130-მდე კომპანიის წარმომადგენელი. საუბარი შეეხო საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებსა და ამ შეზღუდვების კორექტირების შესაძლებლობას.
ვრცლად ამ თემის შესახებ: https://bit.ly/3aKtOdd ; https://bit.ly/3aJ1pUJ  

6. StopCov ფონდი

StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. 3 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, ფონდში მობილიზებულმა თანხამ 22 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა. ფონდში ჩარიცხული თანხა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიზნობრივად დაიხარჯება. StopCoV ფონდში ყველაზე დიდი შენატანი ირაკლი გილაურმა, 1 მლნ ლარის ოდენობით განახორციელა. ფონდში ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან: "მაგთიკომი" (3 მლნ ლარი), "კავკასუს ონლაინი" (1 მლნ ლარი), „არ ემ ჯი“ (1 მლნ ლარი), "სილქნეტი" (1 მლნ ლარი), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (1 მლნ ლარი), "სათამაშო ბიზნესის ასოციაცია" (1 მლნ ლარი) და ირაკლი გილაური (1 მლნ ლარი).
ვრცლად იხილეთ სტატია: https://bit.ly/3bMW7rw  ; https://bit.ly/39FelK1.
  
7. მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს

მათ, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ -ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის გამნავლობაში (მარტი, აპრილი და მაისი) განმავლობაში სრულად დაუფინანსდება. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. დღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, ბუნებრივი აირის კი - 671 000 აბონენტს დაუფინანსდება. ელექტროენერგიის სუბსიდიისთვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თვეში საშუალოდ 17 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო ბუნებრივი გაზისთვის თვეში საშუალოდ 27 მილიონი ლარი. თბილისი ენერჯი"-ს განცხადებით, მომხმარებლები, რომლებიც 201 მ3 მეტი მოცულობის გაზს მოიხმარენ საფასურს თავად გადაიხდიან. იმ მომხარებლებს რომლებმაც უკვე დაფარეს გადასახადი, მაგრამ გაზის ხარჯი 200 კუბურ მეტრზე ნაკლები იყო, თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად.

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიას განცხადებით, გაზის მომწოდებელი კომპანია სოკარი კომერციული სექტორისთვის მოსაწოდებელი გაზის ფასს შეამცირებს.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2wcvygc  ; https://bit.ly/3aDIQRX  ; https://bit.ly/2xLuPmM  

8. ინფლაციის დონე საქართველოში

2020 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.1% შეადგინა. საბაზო ინფლაციამ 3.7% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიურმა საბაზო ინფლაციამ კი 3.3%. ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში - 13.4%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 8.9%; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 4.1% ; ჯანდაცვის ჯგუფი 4.0% შეადგინა; განათლება 3.5%; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 3.2%; ტრანსპორტი 3.0%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 0.6%. დეფლაცია დაფიქსირდა: დასვენება, გართობა და კულტურის ჯგუფში (-4.4%); კავშირგაბმულობა (-1.8%); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-0.9%).
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2wc8QVD

9. რა გავლენა ექნება რუსეთის მიერ ხორბლის ექპორტის შეზღუდვას საქართველოზე

რუსეთმა და ევრაზიული კავშირის ქვეყნება ძირითადი სასურსათო პროდუქტების, მათ შორის ხორბლის ექსპორტზეც გარკვეული შეზღუდვები დააწესეს, საქართველოს ხორბლის იმპორტის 90%-ზე მეტი კი ამ ქვეყნებზე მოდის. სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო მოიძიებს ალტარნატიულ გზებს და ხორბლის იმპორტს სხვა ქვეყნებიდან განახორციელებს. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, 2015-2018 წლებში შემცირებულია 125,6 ათ. ტონიდან - 107,1 ათ. ტონამდე, ასევე შემცირებულია ხორბლის ნათესი ფართობები (5.7 ათასი ჰექტრით). წარმოებული ხორბლის 80% პროცენტი კახეთზე მოდის. ქვეყანაში არსებული ხორბლის 80,7% კი იმპორტირებულია. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით ამ ეტაპზე ქართულ მხარესთან კონტრაქტები არ გაწყვეტილა და არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ხორბლის ახალ მოსავლამდე 7 მილიონიან კვოტას ამოწურავს, ამასთან საქართველოს აქვ 2-2,5 თვის მარაგი.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/39DvfJ2  https://bit.ly/2RecNAj  

10. 23 ოპოზიციური პარტია დონორებთან საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებებს მხარს უჭერს

საქართველოს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა და საზოგადოებრივმა მოძრაობებმა ერთიანი განცხადება გამოაქყვეყნეს, სადაც ისინი არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში სრულად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ ქვეყანამ დონორი ორგანიზაციებიდან მოიზიდოს ფინანსური დახმარება. მიმართვა ეხება: აშშ-ს მთავრობას, დიდი ბრიტანეთის მთავრობას, კანადის მთავრობას, ნორვეგიის მთავრობას, შვეიცარიის მთავრობას, ევროკავშირს, მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, EBRD-ს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, JICA-ს. ვრცლად წერილისა და ხელმომწერი პარტიების შესახებ: https://bit.ly/2R7xIVy