მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

5f8c39bb5430d
BM.GE
18.10.20 17:40
1957
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (12-17 ოქტომბერი 2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
2. Freedom House -მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, ანგარიშის მომზადებისას კი ერთ-ერთ წყაროდ BMG-ის ვებ რესურსები გამოიყენა
3. ანაკლიის კონსორციუმის სპეციალური განცხადება
4. რესტრუქტურიზაცია Frontera-ში, კომპანიას ნავთობის მოპოვების ლიცენზია კიდევ 7 წელი ექნება
5. რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა
6. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა
7. სექტემბერში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები შემოვიდა
8. ოქტომბრის ბოლოდან ფრენების სიხშირე გაიზრდება
9. სახელმწიფოს „სახვანჭკარე“ ყურძენსაც შეისყიდის, ხოლო მწვანილის მოყვანისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანია 400 000 ლარის საკონსულტაციო სერვისს იყიდის
10. ეკონომიკური კრიზისის შედეგად სამსახური 100 ათასამდე მოქალაქემ დაკარგა



1. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, მომდევნო 2021 წელს კი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. კიდევ უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდება 2022 წელს 6%. IMF-ის პროგნოზით 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წელს საქართველოში ტურისტული აქტივობაც რომ არ აღდგეს, მაინც 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, 2021 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტზე დაყრდნობით 5%-იანი ზრდის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები და აღნიშნულ სცენარს ზედმეტად ოპტიმისტურად აფასებენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3k994jT ; https://bit.ly/2Ti3wrP ; https://bit.ly/346jew4  

IMF-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონში https://bit.ly/3m2o43x  

2. Freedom House -მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, ანგარიშის მომზადებისას კი ერთ-ერთ წყაროდ BMG-ის ვებ რესურსები გამოიყენა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, საქართველოს 76 ქულა აქვს და ის წინა წელთან შედარებით ერთი ქულით არის გაზრდილი. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო რეგიონის ლიდერი ქვეყანაა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის დოკუმენტის მიხედვით, გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში არსებული ვითარების შეფასების მიზნით ერთ-ერთ წყაროდ BMG-ის ვებ რესურსები გამოიყენა. ,,ანგარიშში ორგანიზაცია წერს, რომ პროექტი 150 მილიონი დოლარის ღირებულებით ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს უნდა განეხორციელებინა, რისთვისაც დაარსდა სპეციალური ააიპ "ოფენ ნეტი", თუმცა ამ უკანასკნელმა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ვერ მოახერხა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2T4sISj ; https://bit.ly/3lX7gLp  


3. ანაკლიის კონსორციუმის სპეციალური განცხადება

ანაკლიის კონსორციუმი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ: ,,მთავრობა უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც უკანონოდ შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება და დააიგნორა გარემოსა და ჯანმრთელობისდაცვითი პრობლემები ადგილზე.’’ უყურადღებოდ მიტოვებულ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, რაც საფრთხეს უქმნის გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას. განცხადებაში წერია, რომ პროექტის განვითარების პროცესში, კონსორციუმს მომზადებული ჰქონდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, ADB, AIIB, OPIC) მიერ დადგენილი სტანდარტებით დადგენილი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, ხოლო პროექტის შეჩერების შემდეგ მთავრობას არ უზრუნია საპროექტო ტერიტორიის მართვაზე.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3lWGTFp  


4. რესტრუქტურიზაცია Frontera-ში, კომპანიას ნავთობის მოპოვების ლიცენზია კიდევ 7 წელი ექნება

საქართველოს მხარის საჩივარი საარბიტრაჟო სასამართლოში დაკმაყოფილებულია და მიღებული გადაწყვეტილების შედეგადაც Frontera-მ სალიცენზიო ტერიტორიის 99% სახელმწიფოსთვის უკან დაუბრუნა, ხოლო სალიცენზიო ფართობის 1%-ზე, სადაც კომპანია ნავთობსა და ბუნებრივ აირს მოიპოვებდა ლიცენზია კვლავ 7 წლის განმავლობაში კვლავ ძალაში იქნება.
Frontera-ს გენერალურმა დირექტორის, ზაზა მამულაშვილის განცხადებით, კომპანიაში რესტრუქტურიზაციაა, რის შედეგადაც Outrider Managmenet, რომელიც აქამდე მხოლოდ ნოუთჰოლდერი იყო, ამჯერად Frontera-ს წილების ერთ-ერთი მესაკუთრე ხდება. კომპანიის განცხადების თანახმად, საქართველოში, დაახლოებით, 700 მილიონ ბარელამდე ნავთობის მოპოვების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მას განაწილების საკმაოდ რთული სტრუქტურა აქვს. თავის მხრივ კი ამერიკული საინვესტიციო კომპანია Outrider Management-ი საქართველოში ნავთობის მოპოვებისთვის მთავრობისგან ლიცენზიის მიღებას ითხოვს.

კაიმანის კუნძულების მთავრობის სარეგისტრაციო ჟურნალის თანახმად, კაიმანის ბიზნეს რეგისტრაციის ორგანო აცხადებს, რომ ქვეყანაში მოქმედი წესების შესაბამისად, რამდენიმე ასეულ კომპანიას, რომლებიც არ აწარმოებენ ბიზნეს საქმიანობას, რეგისტრაცია 30 ოქტომბერს გაუუქმდება. ამ სიაშია ენერგოკომპანია Frontera და მასთან აფილირებული სხვა იურიდიული პირები, თუმცა ზაზა მამულაიშვილის თქმით, ამჟამად ფრონტერაში რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს და მათი მეწილეები იცვლებიან.


ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37jLfCC ; https://bit.ly/3nZQfSF ; https://bit.ly/37lRaXF ; https://bit.ly/3lVGPpu  


5. რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა

კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე, კორონავირუსის მზარდი შემთხვევებიდან გამომდინარე მთავრობამ თბილისსა და იმერეთში შემზუდავი ღონისძიებების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ: 22:00 საათიდან იზღუდება რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა. რაც შეეხება აჭარას: 19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება, ონლაინ რეჟიმში დარჩება სასწავლო პროცესი, ხოლო 22 საათიდან შეზღუდული იქნება რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების საქმიანობა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში შემოსული მოქალაქეები სავალდებულო 8 დღიანი კარანტინს აღარ გაივლიან, თუმცა 12 დღე თვითიზოლაციაში დარჩენა მოუწევთ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Hd10jQ ;


6. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა

14 ოქტომბერს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა.

WTPO Awards ტრანსნაციონალური კონკურსია, რომელიც 2004 წელს ვაჭრობის ხელშემწყობ ორგანიზაციებს შორის საუკეთესოების გამოსავლენად შეიქმნა, სააგენტო მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას და აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სააგენტოებთან. მიხეილ ხიდურელის შეფასებით, აღნიშნული გამარჯვება ექსპორტის გუნდის ეფექტური შრომის შედეგია, რაც აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/349OZUY ; https://bit.ly/3dNKiUp  


7. სექტემბერში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები შემოვიდა

2020 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია და ჯამში 192.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.7%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა, 200%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა: უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან მიღებულ გზავნილებზე.

ვრცლად ფულადი გზავნილების სტატისტიკისა და ზრდის მიზეზებზე: https://bit.ly/3j4xwBD  


8. ოქტომბრის ბოლოდან ფრენების სიხშირე გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საჰაერო მიმოსვლა ეტაპობრივად აღდგება. ფრენები დაემატება როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან. ოქტომბრის ბოლოდან არსებულ რეისებს დაემატება საფრანგეთის და მიუნხენის მიმართულებით ფრენები, ხოლო ნოემბრიდან პრემიერმა ევროპის მიმართულებით ფრენების ფრთხილად გახსნა დააანონსა. ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანია “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”-მ 2019 წელს ავიაკომპანიებს, ჯამში 15 004 000 ლარი ჩაურიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 3.9 მილიონი ლარით მეტი იყო. რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიის შემოსავალს, 2019 წლის განმავლობაში თლიანი შემოსავალი 3.9 მილიონით გაიზარდა და 68 მილიონ ლარი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dyxDEC  

ვრცლად, რამდენ მილიონს უხდიდა აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენისთვის: https://bit.ly/357cEEZ  


9. სახელმწიფოს „სახვანჭკარე“ ყურძენსაც შეისყიდის, ხოლო სახელმწიფო კომპანია “იმერეთის აგრო ზონა” საკონსულტაციო კომპანიას დამატებით 413 ათას ლარს გადაუხდის

წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან. ბაარზე აღნიშნული ყურძნის მოსავალზეც ნაკლები მოთხოვნაა, ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტე მისი შესყიდვა. სახელმწიფო ჩართული იქნება კახეთსა და რაჭაში მიღებული ყურძნის მოსავლის ჩაბარებაში. რთველში მევენახეებისგან მოსავლის აღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარით დაფინანსდება, სადაც ორი სახელმწიფო კომპანია იქნება ჩართული: „აკურა“ (35 მლნ) და რამდენიმე თვის წინ შექმნილი „მოსავლის მართვის კომპანია“ (15 მლნ).

სახელმწიფო კომპანია “იმერეთის აგრო ზონა” 2017 წელს „სოფლის განვითარების სააგენტო“-მ დააფუძნა, რომლის მიზანია იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარება, რისთვისაც მას სააგენტომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე 125 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა. 2019 წლის ნოემბერში “იმერეთის აგრო ზონა”-მ ამხანაგობა გეოჰოლდინგ & KSH-სთან საპროექტო-საკონსულტაციო მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმა. საკონსულტაციო კომპანიამ დაადგინა, რომ ,,არსებული 125 ჰა მიწის ნაკვეთი მდებარეობს სასმელი წყლის სატუმბი სადგურის სიახლოვეს და სატუმბი სადგურის სანიტარული დაცვის ზონა ნაწილობრივ ფარავს არსებულ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, მიმწოდებელმა კომპანიას მისცა რეკომენდაცია მოეხდინა მიწის ნაკვეთის ჩანაცვლება ახალი მიწის ნაკვეთით. შემდეგ კი 1 ლარად, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს საკუთრებაში გადაეცა წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 219 ჰა მიწის ნაკვეთები, აღნიშნული მომახურებისათვის კი გეოჰოლდინგ & KSH დამატებით 413 ათას ლარს მიიღებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37cyqdc ; https://bit.ly/3k97XAJ  

10. ეკონომიკური კრიზისის შედეგად სამსახური 100 ათასამდე მოქალაქემ დაკარგა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით კორონავირუსის ეკონომიკური კრიზისის შედეგად სამსახური 100 ათასამდე მოქალაქემ დაკარგა, თუმცა მთავრობის პროგნოზით 2021 წელს დაახლოებით 20 ათასი ადამიანი საკუთარი შემოსავლის აღდგენას შეძლებს. BMG-ის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში 200 ლარიანი უმუშევრობის კომპენსაციით მინიმუმ ერთხელ მაინც 161 905-მა ადამიანმა ისარგებლა.

ვრცლად BMG-ის სტატისტიკის შესახებ: https://bit.ly/357Q5jp