მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: აშშ-ს თვეში 200 მლნ ტესტი სჭირდება კორონავირუსთან საბრძოლველად

5f58e00baf8d4
ნათია თაქთაქიშვილი
09.09.20 20:41
1029
ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც როკფელერის ფონდმა და ჰერცოგი-მარგოლისის ჯანმრთელობის პოლიტიკის ცენტრმა გამოაქვეყნა, აშშ-ს დაახლოებით თვეში 200 მლნ ტესტი სჭირდება იმისათვის, რომ კორონავირუსს გაუმკლავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული რიცხვი ბევრად აღემატება ტესტების იმ რაოდენობას, რომლიც აშშ-ს ამჟამად გააჩნია.

„აშშ-ს იმაზე მეტი რაოდენობის ტესტი სჭირდება, ვიდრე ქვეყანას ამჟამად გააჩნია და სავარაუდოდ ანალოგიურად ტესტების ბევრი რაოდენობა იქნება საჭირო 2021 წელს ვირუსის გასაკონტროლებლად“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, ტესტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიასთან გასამკლავებლად. ეს ასევე იძლევა კონტაქტების კვლევის კარგ შესაძლებლობას, რაც ვირუსის აფეთქების შეჩერების გარანტიაა.