მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: Astrazeneca-ს და Pfizer-ის ერთობლივი დოზებით უკეთესი იმუნური შედეგი მიიღება

60dac5dba6332
თათია კაკიაშვილი
29.06.21 11:32
2401
სხვადასხვა ვაქცინის მიღებით, კერძოდ, როცა Astrazeneca-ს ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, მეორე დოზით Pfizer-ის ინექცია ხდება, უკეთესი იმუნური შედეგები მიიღება, - ამის შესახებ ოქსფორდის კვლევაშია ნათქვამი, რაზე დაყრდნობითაც ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

კვლევამ, სახელწოდებით Com-COV, Pfizer და AstraZeneca ვაქცინების ორ დოზის შერევის შედეგები შეადარა და დაადგინა, რომ ნებისმიერ კომბინაციაში წარმოიქმნება ანტისხეულების მაღალი კონცენტრაცია კორონავირუსის წინააღმდეგ. შედეგად, კვლევის ეს მონაცემები მხარს უჭერს ევროპის ზოგიერთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, რომლებმაც Astrazeneca-ს მეორე დოზის შემდეგ პაციენტებში დაფიქსირებული თრომბოზის შემთხვევების შემდეგ ალტერნატიული ვაქცინების ძიება დაიწყეს.  

ოქსფორდის პროფესორის, მეთიუ სნეიპის თქმით, კვლევის დასკვნები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ვაქცინების მეტად მოქნილობისთვის. Com-Cov-ი ვაქცინების შერეულ ინექციებს შორის 12-კვირიან შუალედს უწევს რეკომენდაციას.

ამ დრომდე ბრიტანეთში 40 წლის ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებში ვაქცინის დოზებს შორის შუალედი 8 კვირაა, დანარჩენი მოქალაქეებისთვის - 12. ამასთან, ქვეყანაში მოზრდილთა 80%-ზე მეტმა მიიღო COVID 19-ის ერთი დოზა, ხოლო სრულად აცრილია მოსახლეობის 60%.