მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: ავიაცია უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ოდესმე

5dc271169c06f
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 20:36
892
ბოლო წლებში ავიაკატასტროფების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ზარალის ოდენობა გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ საავიაციო რისკის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უცხოურ მედიაში დღეს გამოქვეყნდა.

 



Embry-Riddle-ის საჰაერო კოსმოსური კოლეჯისა და საავიაციო დაზღვევის დივიზიის (AGCS) მიერ წარდგენილ დასკვნაში ნათქვამია, რომ 2018 წელს 15 კატასტროფა მოხდა, რის შედეგადაც, სულ 556 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მიუხედავად ამ მონაცემებისა, 2018 წელს ავიაციის ისტორიაში მესამე საუკეთესო წელი იყო.


 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავიაკატასტროფების შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა იზრდება. აღნიშნული კი განპირობებული იყო იმით, რომ თვითმფრინავი უფრო ძვირად ღირებულია და ამავდროულად, დაზარალებულების ან დაღუპულთა ოჯახებისთვის დიდ კომპენსაციებს იხდიან.

 

2013-2018 წლებში 51.867 კომპენსაცია გაიცა, რამაც ჯამში 14.8 მილიარდი ევრო შეადგინა.