10.მარტი .2020 11:11

კვლევები აჩვენებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულს სიმპტომები შესაძლოა 5 დღეში გამოუვლინდეს

views 196
უკან

Independent-ი კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული იყოს ხოლო სიმპტომები 5 დღეში გამოუვლინდეს.

კვლევების მიხედვით, რომელიც ახალხანს Johns Hopkins Bloomberg School of Public Health-მა ჩაატარა, საშუალოდ ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 5 დღე გრძელდება, ამიტომ მეცნიერები 14 დღიან საკარანტიონო პერიოდს გამართლებულად მიიჩნევენ.

"საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, ამჟამინდელი რეკომენდაცია აქტიურ მონიტორინგთან და საკარანტინო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც 14 დღიან პერიოდს მოიცავს, ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნევთ“- აცხადებენ მეცნიერები.

10 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 114,458 შეადგინა, გარდაიცვალა 4,027 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 64,105 ინფიცირებული.