ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ დამატებითმა კვლევებმა, რომლებიც “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” (GOGC) დაკვეთით ჩატარდა, აჩვენა, რომ გაზსაცავის პროექტი კომპანიისთვის “ყოველწლიურად ზარალიანი იქნებოდა".
თუმცა გიორგი კაკაურიძე აქვე აცხადებს, რომ თუკი გაზსაცავის მშენებლობა სახელმწიფო ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს, მაშინ პროექტი მისი შესაძლო ზარალიანობის მიუხედავად უნდა განხორციელდეს და ის არა “ნავთობისა და გაზის კორპორაციის”, არამედ ქვეყნის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს.
გაზსაცავის დაფინანსებისთვის GOGC-მა გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (KFW) 150 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმებას ხელი 2018 წლის აგვისტოში მოაწერა, თუმცა 2020 წელს სესხის ძირითად ნაწილს - 120 მილიონ ევროს დანიშნულება შეეცვალა და ის ცენტრალური ბიუჯეტისკენ გადამისამართდა - მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლისთვის აითვისა. შესაბამისად, ამჟამად თავად გაზსაცავის პროექტი დაფინანსების წყაროს გარეშეა დარჩენილი. რამდენიმე დღის წინ, BMG-ის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განუცხადა, რომ ეს გაზსაცავი მიეკუთვნება იმგვარ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც შეჩერებული და გადავადებულია.
“არამხოლოდ გაზსაცავის პროექტი, არამედ სხვა პროექტებთან მიმართებითაც ხდება პოლიტიკის განსაზღვრა. ხდება ის, რომ პროექტი ან დროში გადაიწევს ან მისი დაფინანსება შეჩერდება, ან ბიუჯეტი შევა თანადაფინანსებაში და ნაწილობრივ სესხთან ერთად დაფინანსება ბიუჯეტიდან", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
დღეს კი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ისიც განაცხადა, რომ გაზსაცავი “ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის”, სავარაუდოდ, ზარალიანი პროექტია.
“გაზსაცავის პროექტი კეთდება ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ეს პროექტი. თავად ამ კომპანიას უნდა გაეკეთებინა ეს პროექტი. გაზსაცავს აქვს ორი განზომილება, ერთია ის, რომ კარგია გაზსაცავის ქონა, მეორე კი თუ რამდენად ძვირი გვიჯდება ამ გაზსაცავის მშენებლობა. თუ ეკონომიკურად გაზსაცავი არის წამგებიანი ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის, მაშინ კომპანიამ, საბლოო ჯამში, ეს არ უნდა გააკეთოს, მაგრამ თუკი უსაფრთხოების ნაწილში არსებობს ამის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ იყოს ეს პროექტი, მაშინ ეს არის ბიუჯეტის გასაკეთებელი. კომპანიის მიერ გაკეთებული პირველადი კვლევა (Feasibility Study) აჩვენებდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო მოგებიანი კომპანიისთვის, თუმცა საბოლოო ჯამში, რაც გაკეთდა წინასწარი კვლევები, ეს იქნება კომპანიისთვის მნიშვნელოვნად წამგებიანი და ყოველწლიურ ზარალზე გაიყვანს კომპანიას, თუმცა ეს კვლევები არ არის დასრულებული, კიდევ გრძელდება კვლევები და სხვადასხვა მეთოდით შეფასებები. თუ ეს პროექტი არის ზარალიანი, მაშინ კომპანიამ ცალსახად ეს პროექტი არ უნდა გააკეთოს, ხოლო თუკი ეს არის უსაფრთხოებისთვის, მაშინ ბიუჯეტის გასაკეთებელი პროექტია და ყველა სხვა რაღაცას უნდა დავანებოთ თავი, მოვაკლოთ თავდაცვასაც, შსს-საც და სხვა უწყებებს და მივმართოთ აქეთკენ. თუკი ეკონომიკურად მოგებიანია, მაშინ ცალსახად კარგია თუ მას ნავთობისა და გაზის კორპორაცია გააკეთებს", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი