09.მაისი.2016 14:25
ეკონომიკა

კვლევის მიხედვით, ოჯახის აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით 33.6%-ით შემცირდა

კვლევის მიხედვით, ოჯახის აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით 33.6%-ით  შემცირდა
ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელი აფთიაქის სერიის აპრილის თვის მონაცემებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს.
 
ორგანიზაციამ ჩვილის აფთიაქის აპრილის თვის მონაცემების შესწავლის შემდეგ ყურადღება ოჯახის აფთიაქში შემავალი და საჭირო მედიკამენტებისა და აქსესუარების სიასა და ღირებულებაზე გააკეთა. კვლევამ დაადგინა, რომ მარტის თვესთან შედარებით აპრილში ოჯახის აფთიაქი 33.6%-ით გაიაფდა. კერძოდ, ოჯახის აფთიაქის ღირებულებამ აპრილის თვეში 114 ლარი და 32 თეთრი შეადგინა მაშინ, როცა წინა თვის მონაცემით, ეს თანხა 172 ლარი და 23 თეთრი იყო. აპრილის თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა რამდენიმე მედიკამენტზე ფასი. მაგალითად: ტკივილგამოყუჩებელი კეტოროლაკი მარტის თვეში 9 ლარი ღირდა, ხოლო აპრილში იმავე მედიკამენტის ფასი 1 ლარს და 35 თეთრს შეადგენდა.

ორგანიზაციამ შეისწავლა ოჯახის აფთიაქში შემავალი 30 დასახელების მედიკამენტისა და აქსესუარის ფასი და მათი ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. დეტალურად ოჯახის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება:

ოჯახის აფთიაქში შემავალი მედიკამენტები და მათი ღირებულება:

აქსესუაერები:

ფონეიდესკოპი - 12.80ლ
ხელთათმანი (სტერილური) - 0.55ლ
თერმომეტრი - 10.00ლ
მაკრატელი - 1.50ლ
საინექციო შპრიცი (0.30გ)- 0.17ლ
ანტისეპტიკური საშუალებები:
ლეიკოპლასტირი (ბაქტერიოციდული) - 2.00ლ
სტერილური დოლბანდი (7*14სმ) - 1.04ლ
ბამბა (სტერილური)- 1.00ლ
ბრილიანტის მწვანე -0.30ლ
წყალბადის ზეჟანგი - 1.25ლ
იოდი (ბეტადინი 100გ)- 0.51ლ
თურმანიძის მალამო- 4.90ლ
საინექციო წყალი-0.80 ლ

გულის წამლები:

კორსიზი-1.50ლ
ამიაკის ხსნარი- 1.00ლ
ვალიდოლი- 0.44ლ
კო-ენალაპრილი- 5.30ლ
ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი:
იბუპროფენი - 2.80ლ
კეტოროლაკი (ჰუმანითის) – 1.35ლ
პარაცეტამოლი- 0.30ლ
ამბროქსოლი- 1.30ლ
თვალის წვეთები:
ალბუციდი- 1.20ლ
ყურის ტკივილის:
ოტიპაქსი - 7.20ლ
კუჭ-ნაწლავის:
რეჰიდრონი ოპტიმი -25.95ლ
ფესტალი- 1.74ლ
ნოშპა- 2.50ლ
ნახშირი (თეთრი კარბოაქტივი)-3.12ლ

ანტიჰისტამინური:

ცეტირიზინი- 3.50ლ
წნევის დამწევი საშუალებები:
კაპტოპრილი (20, 50გ)- 4.60ლ
ადიპინი (30, 10გ) – 13.70ლ

18.ივლისი.2019 12:46
55

„სტრასბურგმა საქართველოს 50,000 ევროს გადახდა დააკისრა“ - წულუკიანი ე.წ. „კორტების საქმეზე“

ვრცლად
18.ივლისი.2019 12:03
301

მთავრობა ქარის ელექტროსადგურის 100%-იან წილს ყიდის

ვრცლად
18.ივლისი.2019 11:17
63

,,მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისგან მივიღოთ ინფორმაცია მომავალი პროექტების განხორციელების თაობაზე“

ვრცლად
18.ივლისი.2019 10:47
452

“ფორსაჟი 9”-ის ეპიზოდის საქართველოში გადაღებაზე ჰოლივუდი 31 მლნ-მდე ლარს დახარჯავს

ვრცლად
18.ივლისი.2019 09:40
1145

ვიცემერი: რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2020 წელს დაიწყება

ვრცლად
18.ივლისი.2019 09:00
331

„თუ არ იქნება იაფიანი კრედიტები და სახელმწიფოსგან ხელშეწყობა, ეს ქვეყანა თავისით ვერ განვითარდება"

ვრცლად