17.აპრილი.2016 21:43
საზოგადოება

კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლის მოსწავლეების 16% მწეველია

კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლის მოსწავლეების 16% მწეველია
საქართველო მწეველების რაოდენობით, ევროპის რეგიონში მეორეა, - ამის შესახებ „ბიზნესკონტაქტს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა. ლელა სტურუას ინფრომაციით, საქართველოზე ცუდი შედეგი დღეს მხოლოდ რუსეთს აქვს, თუმცა მისივე თქმით ქვეყანაში გამკაცრებული რეგულაციებით რუსეთში ბოლო წლებში მწეველების რიცხვი შემცირებას განიცდის.
 
ცენტრის კვლევის მიხედვით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 30% მოიხმარს თამბაქოს. აქედან მამაკაცების 55, ხოლო ქალების 15%. თუმცა როგორც ლელა სტურუა ამბობს, ქალების შემთხვევაში მოსახლეობის უმეტესობა არ აღიარებს და მალავს ის ფაქტს, რომ მწეველია, რაც კვლევის ციფრებიდანაც ჩანს.

რაც შეეხება არასრულწლოვნებს შორის თამბაქოს მოხმარებას, ლელა სტურუას ინფორმაციით, ბოლო კვლევამ აჩვენა რომ სკოლის მოსწავლეებში მწეველთა რიცხვი 16 პროცენტს შეადგენას, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ასევე, 13-15 წლის მოზარდებში მწეველთა რაოდენობა დაახლოებით 7 პროცენტია, აქედან 5% გოგოებში, ხოლო 10% ბიჭებში.

"ტენდენტცია არის შემდეგი რომ ბიჭებში იკლებს თამბაქოს მოხმარება, 11 პროცენტი იყო დაახლოებით 4 წლის წინ, გოგონებში კი ეს რიცხვი ნაკლები იყო და მოიმატა. მას შემდეგ რაც სასკოლო დაწესებულებების გარშემო თამბაქოს რეალიზაციაზე რეგულაციები დაწესდა, სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა ბევრ სკოლაში ეს კვლავ ირღვევა.

იმისთვის, რომ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება შემცირდეს, აუცილებელია, რომ გაიზარდოს აქციზის გადასახადი. ამ მოდელმა ყველა ქვეყანაში გაამართლა. ასევე, აუცილებლად უნდა აიკრძალოდ თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და უნდა აიკრძალოს თამბაქოს კომპანიების მხრიდან სპონსორობა და ამ კუთხით მისი პოპულარიზაცია“, - აცხადებს ლელა სტურუა.

23.აპრილი.2019 22:00
327

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 21:00
336

როგორ მკურნალობენ სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:40
168

"რეგიონს სჭირდება განვითარება, ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება"

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:38
391

კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ გზაზე საპიკნიკე ადგილები მოეწყობა

ვრცლად
23.აპრილი.2019 13:36
97

3 თვეში მორიგებით 2 400 საქმე დასრულდა

ვრცლად
23.აპრილი.2019 12:59
72

PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

ვრცლად