მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი

61681d972de6f
შოთა ტყეშელაშვილი
14.10.21 18:09
1256
2021 წელს საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში მოქმედმა ავიაკომპანიებმა რეგულარული რეისებით სულ 1,638,080 მგზავრი გადაიყვანეს. სტატისტიკის თანახმად, პანდემიამდე საქართველოს საავიაციო ბაზარზე #1 ადგილი “ვიზეარს” ეკუთვნოდა, თუმცა მიმდინარე წელს, პირველ ადგილზე კვლავ “თურქეთის ავიახაზებმა” გადაინაცვლა, რომელზეც მთლიანი მგზავრთანაკადის 12% მოდის. ავიაკომპანიების რეიტინგი ასე ნაწილდება:

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი 2021 წლის 9 თვის შედეგების მიხედვით:

1. თურქეთის ავიახაზები - 189,457 მგზავრი, საავიაციო ბაზრის 12%;



2. Sky up Airlines - 160,694 მგზავრი, საავიაციო ბაზრის 10%;



3. ბელავია - 143,624 მგზავრი, საავიაციო ბაზრის 9%;



4. პეგასუსი - 118,812 მგზავრი, საავიაციო ბაზრის 7%;



5. Wizz Air - 110,045 მგზავრი, საავიაციო ბაზრის 7%;



6. ფლაინასი - 103,294 მგზავრი, საავიაციო ბაზრის 6%;



7. Fly Dubai - 79,527 მგზავრი, საავიაციო ბაზრის 5%;



8. ისრეარი - 56,541 მგზავრი, საავიაციო ბაზრის 3%;



9. LOT პოლონეთის ავიახაზები - 51,151 მგზავრი, საავიაციო ბაზრის 3%;



10. ჯორჯიან ეარვეისი - 48,553 მგზავრი, საავიაციო ბაზრის 3%.