მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლაბორატორიაში სრულფასოვანი ანალიზების ჩატარება უნდა ხდებოდეს” - "ღლონტების თაფლი"

60afd7127010e
ანუკა ჯოხაძე
28.05.21 00:30
835
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია თაფლს ამ ეტაპზე 120 პარამეტრზე უტარებს ტესტირებას. ლაბორატორიის დირექტორის, ირაკლი გულედანის თქმით, ევროკავშირი 135 პარამეტრზე ითხოვს თაფლის შემოწმებას.

კომპანია “ღლონტების თაფლის” წარმომადგენელი ვახტანგ ღლონტი თვლის, რომ საქართველოში ლაბორატორიულად თაფლის შემოწმება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. თუმცა, იმის გამო რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია თაფლს ყველა საჭირო პარამეტრზე ვერ ამოწმებს, ამიტომ მეწარმეების ნაწილი პროდუქციის ტესტირებას მაინც საზღვარგარეთ ამჯობინებს.

“ჩვენ გაანგარიშებული გვაქვს წინასწარ ხარჯებში და ვიცით, რომ კონკრეტული თანხები უნდა გამოვყოთ ლაბორატორიული ანალიზებისთვის. მთავარია რომ ლაბორატორიაში სრულფასოვანი ანალიზების ჩატარება ხდებოდეს, ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენთვის ფასი პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ევროკავშირის ბაზარზე ჩვენს ქვეყანასთან შედარებით ლაბატორიული კვლევები ძვირი ღირს. ეტაპობრივად კი იმატებს ჩვენს ლაბორატორიაში იმ პარამეტრების რაოდენობა, რაზეც თაფლი მოწმდება, მაგრამ ყველა ის კომპონენტი, რაც სხვადასხვა ქვეყნებს აქვს მოთხოვნილი 100%-ით არ იფარება. ვფიქრობ, რომ უნდა დაჩქარდეს პროცესი", - აცხადებს “ღლონტების თაფლის” წარმომადგენელი ვახტანგ ღლონტი.