22.თებერვალი .2021 12:26

ლადო კახაძე-ირაკლი ღარიბაშვილს: ნამდვილად რაღაც არის შესაცვლელი და რა არის შესაცვლელი?

ლადო კახაძე-ირაკლი ღარიბაშვილს: ნამდვილად რაღაც არის შესაცვლელი და რა არის შესაცვლელი?
views 2063
უკან

პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის თქვენი მოსვლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ამ პანდემიის დროს? როგორ ხედავთ, რა არის შესაცვლელი, რაღაცა არის შესაცვლელი ნამდვილად, ამას მოსახლეობა ჩვენთან ერთად გრძნობს და თქვენი ხედვა მინდა...
პანდემია გლობალური პრობლემაა და დღეს დედამიწა საავადმყოფში იმყოფება. ყველა პაციენტი გამოსვლაზე ფიქრობს და თქვენი ხედვა მაინტერესებს პოსტპანდემიის პერიოდში აღდენის და სითავისუფლის უკან დაბრუნების გზაზე“, - ჰკითხა დეპუტატმა პრემიერობის კანდიდატს.

ასევე, ლადო კახაძემ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, როდის შემოვა ვაქცინა, რა მოცულობით და რას გააკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი ამ პროცესის დასაჩქარებლად.

„როდის შევძლებთ ჯანმოს მიერ რეკომენდებული ვაქცინაციის 60%-ის მოცვას?“, - ჰკითხა პარლამენტარმა პრემიერობის კანდიდატს.

მას შემდეგ, რაც "ოცნების" დეპუტატები კითხვებს დასვამენ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხებს ერთიანად გასცემს.