08.მარტი .2016 12:35

ლაგარდი: ბრიტანეთის ევროკავშირის შესაძლო დატოვებით, ორივე მხარე იზარალებს

views 1059
უკან

სსფ-ს მმართველ დირექტორს კრისტინ ლაგარდს მიაჩნია, რომ ბრიტანეთის ევროკავშირის შესაძლო დატოვებით, ორთავე მხარე იზარალებს.
 
"ჩვენ ვმუშაობთ და გარკვეულ კვლევას ვაწარმოებთ, რომლის მიხედვითაც დამატებით არგუმენტებს წარმოვადგენთ, ბრიტანეთის შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ დატოვოს ევროგაერთიანება. ცხადია, კვლევა ემყარება კონკრეტულ ანალიზს და ვფიქრობთ, საკმაოდ წონადი არგუმენტებით ვიქნებით წარმოდგენილნი. ცხადია, ეს კვლევა გაცილებით ადრე დაიდება, ვიდრე ჩატარდება რეფერენდუმი აღნიშნულ საკითხზე", - განაცხადა ლაგარდმა. 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ევროკავშირის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება.