04.სექტემბერი .2020 16:10

ლაგოდეხში „მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

views 146
უკან

სურსათის ეროვნული სააგენტო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მავნებელი მწერის- „ მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს.

როგორც BM.GE-ს სააგენტოდან აცნობეს, სპეციალიზებული ტექნიკა, პირველ ეტაპზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებს ნინიგორის და ბაისუბნის თემში შემავალი სოფლების ტერიტორიას, სადაც მავნებლის რიცხოვნობა მაღალია.

მავნებლის გამოჩენისთანავე, სააგენტოს მცენართა დაცვის სპეციალისტებმა ჩაატარეს მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებით უკვე დაიგეგმა ღონისძიებები.

„მდელოს ფარვანა“ მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა პერიოდულად, გამრავლების და რიცხოვნობის მკვეთრი გაზრდა ახასიათებს, რაზეც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, ის პოლიფაგი მწერია, რომელიც იკვებება და აზიანებს სხვადასხვა სახის მცენარეს და სასოფლო -სამეურნეო კულტურას, განსაკუთრებულ ზიანს ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს აყენებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა