მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ საგზაო სამუშაოების გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

5f885a6282f35
BM.GE
15.10.20 18:17
1460
თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლიდან“ მ. ჯუღელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 16, 17 და 18 ოქტომბერს, ღამის საათებში (23:00-დან 08:00 საათამდე) საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.