მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა „ენკას“ საკუთრებაა - კომპანია ინფორმაციას ასაჯაროებს

607448dc0aeee
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.21 17:24
4430
კომპანია „ენკა რინიუებლზ" ადასტურებს, რომ ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა. ინფორმაციას ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელი კომპანია თავად ავრცელებს.

„ენკა რინიუებლზ" ეხმაურება აღნიშნული მიწის ირგვლივ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. კომპანიაში განმარტავენ, რომ „ენკამ“ სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე (დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ჩვენებით), რომელიც ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მიუხედავად საკუთრებისა, „ენკამ“ საჭიროდ ჩათვალა  მისთვის კომპენსაცია მაინც გადაეხადა.

„2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია - კერძოდ, 70 171 ლარი (იხ. დანართი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რუკა და გადახდის ქვითარი).



ამ ხნის განმავლობაში, კომპანია თავს იკავებდა აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და ასევე ამ თემაზე სპეკულაციის დასრულების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მოსახლეებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.