მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lamborghini 2024 წლიდან მხოლოდ ჰიბრიდული მოდელების წარმოებას განიხილავს

60a3b7a5a1263
ნათია თაქთაქიშვილი
18.05.21 21:48
712
ავტოკონცერნი Lamborghini 2024 წლიდან მხოლოდ ჰიბრიდული მოდელების წარმოებას განიხილავს, თუმცა სრულიად ელექტრომობილების შეთავაზებას კომპანია უფრო მოგვიანებით აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Lamborghini-ს ჰიბრიდულ მოდელებში წარმატებით იქნება გაერთიანებული ელექტრო და ტრადიციული შიდა წვის ძრავები. თუმცა როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ჯერ უცნობია როგორ მიიღებს Lamborghini-ს ერთგული მომხმარებელი ამ ტიპის ტექნოლოგიურ სიახლეს სპორტულ ავტომობილებში.

Lamborghini-ს აღნიშნული გადაწყვეტილება ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებას ისახავს მიზნად. ავტოკონცერნის ვარაუდით, 2025 წლისთვის მათი ავტომობილების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგი 50%-ით შემცირდება. წამყვანი ავტომობილის მწარმოებელი ბრენდი ჰიბრიდული მანქანების წარმოებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 1.5 მილიარდი ევროს ინვესტირებას განიხილავს.

შეგახსენებთ, ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას ისეთი ძვირად ღირებული ავტომობილების მწარმოებელი კონცერნები განიხილავენ, როგორიც Ferrari და Porshe-ა.