მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლანჩხუთის ხუთ სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა მოეწყობა

5dcd29145946d
BM.GE
14.11.19 14:13
796
საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-პროექტირება გრძელდება. ამჯერად, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ლანჩხუთის 5 სოფლის-ქვემო აკეთის, ჭანჭათის, წიაღობანის, ღრმაღელესა და ჯურუყვეთის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროექტირებას იწყებს.

შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და შპს „კაპიტალ გრუპის“ დირექტორმა სვეტლანა კოვალენკომ.

აღნიშნულ სოფლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ამ ეტაპზე, არ ოპერირებს. ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ჰქონია და წყალს ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან მოიხმარს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროექტი წყალმომარაგების ქსელების, წყლის სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურების მოწყობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აშენდება რეზერვუარები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარებს, გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

პროექტირებას 229 000 ლარი მოხმარდება, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაო ექვს თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოების დასრულების შედეგად, ადგილობრივებს მრავალი წლის განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და ლანჩხუთის ხუთი სოფლის მოსახლეობა, ჯამში 7 640 ადამიანი, წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.