მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი არის მართვით სუნთქვაზე - რომან გოცირიძე

5f64913a371d9
ვიქტორია მღებრიშვილი
18.09.20 14:50
753
პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში ვიზიტისას ლარის კურსის მართვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარებამდე ერთადერთი გზა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების გამოყენება და ინტერვენციებია.

დეპუტატმა ლარის მდგომარეობის დასახასიათებლად სამედიცინო ტერმინოლოგიაც მოიშველია. გოცირიძემ ვალუტის კურსი დაღმართში მიმავალ მანქანასაც შეადარა.

„ქვეყანას არ აქვს ეროვნული ვალუტა. დღეს ლარი არის მართვით სუნთქვაზე. მართვითი სუნთქვის აპარატი არის ეროვნული ბანკი, ჟანგბადი არის ის ფული, რომელსაც ეროვნული ბანკი ინტერვენციების სახით იყენებს. სხვა მექანიზმები არ არსებობს - არც ინვესტიციები, არც რაიმე უნარი, რომ ბიუჯეტში ხარჯები შეკვეცოთ, იმიტომ რომ პირდაპირ არის დაკავშირებული ივანიშვილის გარემოცვისა და მისი ბიზნესების ინტერესებთან.

მიექანება დაღმართში მანქანა, რომლის მძღოლი ვერ მართავს საჭეს და არ უმუშავებს მუხრუჭები. ერთაერთი მუხრუჭი - ხელის მუხრუჭია, მოსწევ მაგრად და მოწყდება და გადავარდება ხრამში. 45 დღე უნდა მართოს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებით, სხვა გამოსავალი არ არის, რომ მივიდეთ არჩევნების შედეგამდე და შემდეგ უკვე გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და გადავარჩინოთ ლარი.

არ არის იმის წუწუნის დრო, რომ ჩვენი ოქროს რეზერვები იფლაგება, სხვა გამოსავალი რომ არ გაქვთ, ეს არის კატასტროფა და უბედურება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.