მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი აშშ დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 0.42 თეთრით გაუფასურდა

5fbfa93430916
BM.GE
26.11.20 17:04
716
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა. აშშ დოლართან მიმართებით, ლარის გამყარდა 0,01 თეთრი შეადგინა რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3137 ლარი გახდა.

ევროსთან კი ლარი 0.42 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.9466 ლარი გახდა. 

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც. გაუფასურებამ 0.68 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 4.4248ლარი გახდა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სებ-მა 2020 წლის რიგით 24-ე სავალუტო აუქციონი გამართა და $46,5 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა $823 მილიონი დოლარი გაყიდა.