26.სექტემბერი .2019 16:59

ლარი ახალ მინიმუმამდე გაუფასურდა, 1 დოლარი 2.98 ლარი ღირს

views 259
უკან

26 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტა ახალ მინიმუმამდე გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9808 ღირს, რაც დღეს მოქმედ კურსთან შედარებით 0.7 თეთრით მეტია. ევროსთან მიმართებით კი ლარი გამყარდა. აქამდე მოქმედი კურსით ერთი ევრო 3.2571 ლარი ღირდა, ხოლო ახალი კურსით კი ის 3.2684 ლარი ეღირება. 

სებ-მა ლარის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა. 27 სექტემბრებს სებ-ი $40 მილიონს გაყიდის:

"ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა