მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯეო მულჩმა“ ახალი პროდუქტის, "ბიო ორგანული მულჩის", წარმოება დაიწყო

62fd4a1876a5f
BM.GE
18.08.22 00:30
1259
„ჯეო მულჩმა“ ახალი პროდუქციის "ბიო ორგანული მულჩის წარმოება დაიწყო, - ამის შესახებ Bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელმა მიხეილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პროდუქტი, რომელიც ძირითადად ბიომეურნეობაში გამოიყენება. წარმოების დეტალების შესახებ, კი უახლოეს მომავალში ისაუბრებენ. 

რაც შეეხება მულჩის წარმოების ზრდას, მისი თქმით გასულ წელთან შედარებით პროდუქციის რეალიზაცია 100%-ით გაიზარდა:"აღნიშნული ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ადამიანების ინფორმირებაა, მულჩის და მულჩირების სიკეთეების გაცნობასთან დაკავშირებით, რაც უდავოდ საჭირო და უმნიშვნელოვანესია".

ცნობისთვის, მულჩი ტყესა და ქალაქში სანიტარული ჭრების შედეგად დარჩენილი და გამოუყენებელი ხეების გადამუშავების შედეგად მიიღება, რაც ნიადაგის განაყოფიერებისთვის საჭირო პროდუქტია.