მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნედლეულის გაძვირებასთან ერთად, ჩვენი პროდუქციის ფასიც იმატებს“ - დეკორატიული სანათების საწარმო

63c668c398b13
თინათინ ნატმელაძე
19.01.23 10:58
514
ხის დეკორატიული სანათების საწარმო „მერქანი“ ბაზარზე 2020 წელს, პანდემიის პერიოდში გამოჩნდა და როგორც კომპანიის დამფუძნებელი მაცი ბუხრაშვილი BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, დღემდე მთავარ გამოწვევად ნედლეულის ფასის ზრდა რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები ეტაპობრივად გვეზრდება და დღეს ასე თუ ისე ნორმალურად მიმდინარეობს, ჯერ დიდი რაოდენობის შეკვეთები მაინც არ გვაქვს, ამისთვის ცნობადობის გაზრდაა საჭირო. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნედლეულზე ფასის ყოველდღიური ზრდა, ამ ეტაპზე ჩვენი დეკორატიული სანთების საფასური 60-200 ლარს შორის მერყეობს, რის გამოც ზოგიერთი მომხმარებელი მისი შეძენისგან თავს იკავებს“, - განაცხადა მაცი ბუხრაშვილმა.

„მერქანის“ წარმოებული სანათები ამ ეტაპზე ონლაინ, ფეისბუქ გვერდის საშუალებით რეალიზდება, თუმცა როგორც მისი დამფუძნებელი გვიყვება, ორი წლის წინ საცდელი რაოდენობა, 100 ცალი სანათი, ბრიტანეთში ექსპორტზეც გავიდა, რაც შემდეგ კოვიდის თანმდევმა შეზღუდვებმა შეაჩერა, ასევე იყიდებოდა რამდენიმე ონლაინ მაღაზიაში, „ქაოსი“, „სტარტაპერი“, „extra.ge”, თუმცა „მერქანს“, კვლავ მომხმარებლების ნაკლებობის გამო, ამ პლატფორმებიდან გამოსვლაც მოუწია.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ბუხრაშვილის ცნობით, ბრიტანეთის ბაზარზე დაბრუნებას გეგმავენ და ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საწარმო დამფუძნებლების პირადი ეტაპობრივი ინვესტირებით მოეწყო, წარმოებაში ორი ადამიანია ჩართული და როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, თვიურად 60-70 დეკორატიულ სანათს ქმნიან.