მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დღესაც გამყარდა - ხვალიდან 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.88 ლარია

5df0e9e82a659
შოთა ტყეშელაშვილი
11.12.19 17:00
3519
12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8896 ლარს შეადგენს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან მიმართებით 1.93 თეთრით ნაკლებია. ეს გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი გაცვლითი კურსია. 

ლარი დღესვე ევროსთან მიმართებითაც გამყარდა, ცვლილებამ 1.82 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ახალი კურსი 3.2028 ლარს შეადგენს.