მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლარის და ევროს მიმართ გამყარდა - 30 ოქტომბრის გაცვლითი კურსი

5f9aba5962a8c
BM.GE
29.10.20 17:02
2763
29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0,0007 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 3. 2338 ლარი გახდა.

ლარი 0,0057 თეთრით გამყარდა ევროსთანაც. კურსის ცვლილების შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7913 ლარია.

აღსანიშნავია, რომ დღეს სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 3.2334 შეადგინა.

ეს ეროვნული ბანკის მხრიდან ლარის მერყეობის შესარბილებლად წელს უკვე 20-ე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში რეზერვებიდან 650 მილიონ დოლარამდე გაიყიდა.