მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლარის და ევროს მიმართ ოდნავ გამყარდა

5dd7e3b8ced4f
თელარა გელანტია
22.11.19 17:32
1125
22 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლარის მიმართ ოდნავ გამყარდა და 2.9749 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.32 თეთრი შეადგინა.

ლარი დღეს ევროს მიმართაც გამყარდა, რომლის კურსი 3.2899 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 1 ევრო 3.3000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.01 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა გამყარდა თურქული ლირის მიმართაც, რომელიც 0.5223 ლარს შეადგენს. ლარი გამყარდა ფუნტთანაც - ის 3.8305 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, 23 ნოემბერიდან შევა ძალაში.