09.მარტი .2020 17:18

ლარი დოლარის მიმართ 2 თეთრით გაუფასურდა, ევროს მიმართ კი - 5 თეთრით

views 305
უკან

9 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლარის მიმართ 2.7963 ლარამდე გაუფასურდა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7748 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.15 თეთრი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ევროს მიმართაც გაუფასურდა 3.1931 ლარამდე, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1386 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.45 თეთრი შეადგინა.

დღეს ლარი თურქული ლირის და ფუნტის მიმართაც გაუფასურდა, შესაბამისად, კურსმა 0.4580 ლარი და 3.6604 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა