მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა

5d80dbdb4016e
BM.GE
17.09.19 17:11
2364
17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა დოლარის მიმართ და 2.9626 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.18 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებით, რომლის კურსი 3.2657 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2699 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.42 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა თურქული ლირის მიმართაც, რომელიც 0.5171 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტის მიმართ და 3.6745 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 სექტემბრიდან შევა ძალაში.