17.ნოემბერი .2020 17:05

ლარი დოლართან - 0.17 თეთრით, ევროსთან კი 1.19 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან - 0.17 თეთრით, ევროსთან კი 1.19 თეთრით გაუფასურდა
views 501
უკან

17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3021 ლარი გახდა. 

ევროსთან კი ეროვნული ვალუტა 1.19 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი ევრო ამჟამად 3.9209 ლარი ღირს. 

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან ლარი 2.41 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ფუნტი 4.3740 ლარი ღირს. 

გასული კვირის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა და გასყიდად $40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც $37 მილიონი გაიყიდა. მთლიანად 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 22 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $747.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა