23.ოქტომბერი .2020 17:29

ლარი დოლართან - 0.21 თეთრით, ევროსთან კი 0.51 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან - 0.21 თეთრით, ევროსთან კი 0.51 თეთრით გაუფასურდა
views 312
უკან

23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.21 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 3.2202 ლარი გახდა. 

ევროსთან მიმართებით კი გაუფასურება 0.51 თეთრი იყო, შესაბამისად, ერთი ევროს საფასური 3.8137 ლარი გახდა.

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.91 თეთრით გამყარდა - ერთი ფუნტის საფასური 4.2098 ლარი გახდა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის რიგით მეთვრამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა. ლარის მერყეობის შესარბილებლად გამართული აუქციონებით სებ-მა, ჯამში, $569.65 მილიონი დოლარი გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა