მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან - 2.43 თეთრით, ევროსთან კი 1.23 თეთრით გაუფასურდა

5ede3d5e61e3f
BM.GE
08.06.20 17:30
3868
8 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ყველა იმ ვალუტასთან გაუფასურდა, რომელთან მიმართებითაც ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსებს აქვეყნებს. აშშ დოლართან მიმართებით, ლარის ცვლილებამ 2.43 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 2.9805 ლარი გახდა. 

ლარი დღესვე ევროსთანაც გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი ევრო 3.3599 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსს 1.23 თეთრით აღემატება. 

დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი, გაუფასურებამ 3.28 თეთრი შეადგინა, შედეგად, ერთი ფუნტის ღირებულება 3.7656 ლარი გახდა.