მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან - 5.9 თეთრით, ევროსთან კი 7.4 თეთრით გამყარდა

5ed50d6014ef2
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.20 18:15
1564
1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ყველა იმ ვალუტის მიმართ გამყარდა, რომელთა მიმართებითაც ეროვნული ბანკი ოფიციალურ გაცვლით კურსს აქვეყნებს. 

კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსი 5.89 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ფასი 3.1172 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით კურსის ცვლილებამ 7.4 თეთრი შეადგინა, ახალი კურსით ერთი ევრო 3.4626 ლარი ღირს.

ერთი გირვანქა სტერლინგის ფასი კი 5.48 თეთრით შემცირდა, შედეგად ერთი ფუნტი 3.8613 ლარი ღირს.