29.ივლისი .2020 17:00

ლარი დოლართან 0.08 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 0.31 თეთრით გაუფასურდა

views 490
უკან

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, განახლებული ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა. ახალი ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 3.0771 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0.08 თეთრით ნაკლებია. 

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.31 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.6156 ლარი შეადგინა. 

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.6 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის საფასური 3.9922 ლარი გახდა.