მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 0.25 თეთრით, ევროსთან კი 0.36 თეთრით გაუფასურდა

5f8455488545e
შოთა ტყეშელაშვილი
12.10.20 17:02
971
12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, კურსის ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.2197 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა დღესვე ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, რომელთანაც კურსის ცვლილება 0.36 თეთრი იყო, შედეგად ერთი ევროს საფასური 3.8002 ლარი გახდა. 

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი კურსი 2.51 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ფუნტი 4.1898 ლარი ღირს. 

პარასკევს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელდა და $30 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, წელს სებ-მა ინტერვენციების სახით სავალუტო ბაზარზე $499.7 მილიონი დოლარი გაყიდა