მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 0.53 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 1.29 თეთრით

5fb279b5c3c1e
შოთა ტყეშელაშვილი
16.11.20 17:07
967
16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 0.53 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3004 ლარი გახდა. 

ევროსთან კი ეროვნული ვალუტა 1.29 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი ევრო ამჟამად 3.9090 ლარი ღირს. 

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან ლარი 0.50 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ფუნტი 4.3499 ლარი ღირს. 

გასული კვირის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა და გასყიდად $40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც $37 მილიონი გაიყიდა. მთლიანად 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 22 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $747.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 

ინტერვენციებთან დაკავშირებით BMG-ის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განუცხადა, რომ სავალუტო აუქციონები საჭიროებისამებრ მომდევნო წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება.

“თქვენ იცით, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ოდენობის სავალუტო შემოდინებები დაკარგა ამ პანდემიის პერიოდში, რისი კომპენსირებისთვისაც მთავრობამ ისესხა უცხოური ვალუტით გარკვეული თანხები, რის საფუძველზეც ახდენს ფისკალურ სტიმულირებას ეკონომიკის. ჩვენი მიზანია, რომ ეს უცხოური ვალუტა მოხვდეს ბაზარზე, შესაბამისად პერიოდულად ვახორციელებთ ინტერვენციებს და ამ ინტერვენციებს გავაგრძელებთ 2020 წლის განმავლობაში და სავარაუდოდ მომავალი წლის პირველ ნახევარშიც,” - ამბობს მესტვირიშვილი.