მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 0.57 თეთრით, ევროსთან კი 1.13 თეთრით გაუფასურდა

5ef0b089d8f0b
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.20 17:22
1283
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 22 ივნისის შედეგად განახლებული ვალუტის კურსები გამოაქვეყნა.

სებ-ის ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.57 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0442 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.13 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ევროს ფასი 3.4153 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან კი, გაუფასურებამ ასევე 1.13 თეთრი შეადგინა, ახალი კურსით ერთი ფუნტი 3.7742 ლარი ღირს.