მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 0.67 თეთრით, ევროსთან კი 3.25 თეთრით გაუფასურდა

6037a3973c144
BM.GE
25.02.21 17:15
823
25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი გაუფასურდა. 

აშშ დოლართან მიმართებით კურსის გაუფასურებამ 0.67 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3265 ლარი გახდა. 

რაც შეეხება ევროს, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი ევროს ღირებულება 4.068 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 3.25 თეთრით მეტია. 

1.31 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან, ახალი კურსით ერთი ფუნტი 4.71 ლარი ეღირება. 

გასული კვირის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის რიგით მესამე სავალუტო აუქციონი განახორციელა და $40 მილიონი დოლარი გაყიდა.  ჯამურად, წელს სებ-მა $120 მილიონი დოლარი გაყიდა.