08.აპრილი .2021 17:00

ლარი დოლართან 1.26 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 1.26 თეთრით გაუფასურდა
views 715
უკან

8 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 1.26 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4260 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის ჭრილში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.2%-ით გაუფასურდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.61 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0646 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.17 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4196 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.79 თეთრით შემცირდა და 4.7108 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 9 აპრილიდან შევა ძალაში.

ცნობისთვის: სებ-მა გასული კვირის ხუთშაბათს გასაყიდად $40 მილიონი დოლარი გამოიტანა, თუმცა ბაზარზე შესაბამისი მასშტაბის მოთხოვნა არ იყო, რის გამოც მხოლოდ $27.5 მილიონი დოლარი გაიყიდა. ეს 2021 წლის რიგით მეხუთე სავალუტო აუქციონი იყო. წელს სებ-მა ჯამში $187.5 მილიონი დოლარი გაყიდა.

გასულ კვირაში ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გაუფასურება თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.