მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 1.4 თეთრით, ევროსთან კი 2.34 თეთრით გაუფასურდა

607ed1e44e462
BM.GE
20.04.21 17:02
871
20 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა, ცვლილება 1.40 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4499 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.34 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1585 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.05 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4253 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 4.84 თეთრით გაიზარდა და 4.8219 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 21 აპრილიდან შევა ძალაში.

2020 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში 6 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $212.9 მილიონი დოლარი გაყიდა. ბოლო აუქციონი გასული კვირის ბოლოს შედგა, როდესაც ბაზარზე გასაყიდად სებ-მა $40 მილიონი გამოიტანა, საიდანაც $25.4 მილიონი გაიყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გაუფასურება თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.