11.სექტემბერი .2020 17:04

ლარი დოლართან 1.5 თეთრით, ევროსთან 2.5 თეთრით გაუფასურდა

views 352
უკან

11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით 1.51 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.1140 ლარი გახდა. 

ლარი დღესვე ევროსთანაც გაუფასურდა, რომელთანაც კურსის ცვლილებამ 2.5 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი ევროს საფასური 3.6929 ლარი გახდა. 

დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 4.2 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ოფიციალური ღირებულება 3.9931 ლარი გახდა. 

ლარმა გასული 5 სამუშაო დღის განმავლობაში დოლართან მიმართებით 3.5 თეთრი დაკარგა. გუშინ სებ-მა ლარის კურსის გაუფასურების ტემპის შესარბილებლად ინტერვენციაც განახორციელა და სავალუტო ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, 2020 წელს სებ-მა ინტერვენცია 12-ჯერ განახორციელა და $369.5 მილიონი დოლარი გაყიდა.