მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 21 თეთრით, ევროსთან კი 28 თეთრით გაუფასურდა

5e7a056d037ea
BM.GE
24.03.20 17:01
1116
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ახალი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.4494 ლარს შეადგენს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 21 თეთრით მეტია. ევროსთან მიმართებით კი, ცვლილება 28 თეთრს შეადგენს, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 3.7436 ლარი გახდა.

როგორც დოლართან, ასევე ევროსთან დღეს გაუფასურების რეკორდული ნიშნული დადგინდა. ლარის პიკური გაუფასურების შესარბილებლად, ხვალ ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის.